ჩვენს შესახებ

ჩვენი ისტორია
საერთაშორისო გამოცდილების დაგროვების პარალელურად, სულ უფრო მკაფიოდ ვხედავდი, რომ საქართველოში ლოგისტიკის სფეროს აკლდა სისტემური ცოდნა და თანამედროვე სტანდარტები. საბოლოოდ სწორედ ამ დაკვირვებამ და ერთმა პროფესიულმა დისკუსიამ დამარწმუნა, რომ დრო იყო ჩემი გამოცდილება ქართულ ბიზნესში გადმომეტანა.
დღეს მაქვს 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება მიწოდების ჯაჭვის მართვისა და ლოგისტიკის მიმართულებით ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორიცაა SharkNinja, Kingfisher, Warner Home Video, Grosbill.com. ეს გზა მაძლევს მყარ საფუძველს და თავდაჯერებას, რომ ქართულ ბიზნესებს შევთავაზო ევროპული სტანდარტებით შექმნილი სტრატეგიები და გადაწყვეტილებები.
Mission | Vision | Values
მისია (Mission)
კომპანიებს ვთავაზობ მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის სრულად მორგებულ სტრატეგიებს, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივ რეალობას. ჩემი მიზანია პროცესების დაგეგმვა, დანერგვა და ოპტიმიზაცია ისე, რომ თითოეულმა სტრატეგიამ რეალურ ბიზნეს-შედეგამდე მიიყვანოს.
ხედვა (Vision)
ჩემი ხედვაა საქართველოში ლოგისტიკის სფეროს განვითარება ევროპული სტანდარტების დონეზე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ კონსალტინგს და პროექტების მართვას, არამედ ცოდნის გაზიარებას — ბლოგისა და ქართულენოვანი სტატიების საშუალებით ცნობიერების ამაღლებას. მინდა ლოგისტიკა საქართველოში აღიქმებოდეს როგორც სტრატეგიული ბიზნეს-ღერძი, და არა მხოლოდ ტრანსპორტი.
ღირებულებები (Values)
- პატიოსნება და გამჭვირვალობა –ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება ფაქტებსა და ეთიკას
- პროფესიონალიზმი და შედეგზე ორიენტაცია – ყოველი პროექტი სრულდება გაზომვადი მიღწევებით.
- ინოვაცია და ეფექტიანობა – მუდმივად ვეძებ გზებს პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისთვის.
- თანამშრომლობა – საუკეთესო შედეგს ვაღწევთ კლიენტის გუნდის აქტიური ჩართულობით.
- განათლება და ცოდნის გაზიარება – ჩემი მიზანია ქართულ ენაზე მეტი პროფესიული რესურსის შექმნა და გავრცელება.

“I am senior logistics and supply chain expert with 15+ years of experience managing large-scale logistics operations and building robust supply networks across Europe. Proven ability to lead multi-site warehouse operations, oversee 3PL providers, drive performance across transport and fulfillment, and implement large-scale tools (WMS, automation, KPI dashboards). Strong project management mindset with deep operational knowledge and a clear focus on service rate, cost control, and team cohesion.”
სალომე ჭინჭარაული
Supply Chain Certified Professional